ხობში სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების აღდგენა იწყება

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ჯიქიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი თოფურიამ ხობში, ქარიატისა და ბიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ობიექტები დაათვალიერეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

როგორც ხობის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხვალიდან დაიწყება ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ბიის საბავშვო ბაღის და ხობში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი ბინის სახურავის რეაბილიტაცია, ხოლო, ქარიატის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხიდის აღდგენამდე (მშენებლობა) ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურებათ.

30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა დააზიანა საბავშვო ბაღები, საცხოვრებელი კორპუსები, ხიდი, ელექტრო გადამცემი ხაზები, სახლები და წააქცია ხეები.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს