ზაზა ვაშაყმაძე ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მთავარ სინაგოგაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მთავარ სინაგოგაში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, განათლების მეცნიერების, კულტურისა სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, ქალაქ თბილისის მერი, კახი კალაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე შეკრებილ მრევლსა და სტუმრებს დღესასწაული მიულოცა და სიმბოლურად ხანუქას პირველი სანთელი აანთო. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ქართველი და ებრაელი ერების 26-საუკუნოვან მეგობრობას.

„დღევანდელი დღე ებრაელი ხალხისთვის გამარჯვების სიმბოლოა. ამ დღეს, როცა ებრაელი ხალხი ანთებს სანთელს, ესაა სიმბოლო იმისა, რომ არსებობს იმედი და ერთსულოვნებით ყველაფრის გადალახვა შეიძლება. ქართველი და ებრაელი ხალხის ძმობა და მეგობრობა 26 საუკუნეს ითვლის. ეს არის სრულიად უნიკალური მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. ქართველი ებრაელები ყოველთვის იყვნენ ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობას „იუნესკო" მალე აღიარებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, რადგან ეს ურთიერთობა და ძმობა ყველასთვის სამაგალითოა.

ხანუქა ებრაული განახლებისა და კურთხევის დღესასწაულია, იგი მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის განწმენდისა და სატაძრო მსახურების განახლებას უკავშირდება, დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი