მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში 202-ე უსინათლოთა სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება

მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული უსინათლოთა სკოლა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, რეაბილიტაციას საჭიროებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისად, მინისტრის გადაწყვეტილებით, სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ამ მიზნით ბიუჯეტიდან თანხა უახლოეს მომავალში გამოიყოფა.

ამის შესახებ შშმ პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 202-ე უსინათლოთა საჯარო სკოლაში სტუმრობისას განაცხადა, სადაც არსებულ ვითარებას და საგანმანათლებლო პროცესს გაეცნო.

„3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღეა. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, ჩვენს ბავშვებზე და შევუქმნათ შესაბამისი პირობები ყველა მიმართულებით და რა თქმა უნდა, განათლების მიმართულებით. ის, რასაც ვხედავთ დღეს, ამ პირობებში ბავშვების ყოფნა მიუღებელია. უახლოეს მომავალში დავიწყებთ ზრუნვას იმისთვის, რომ პირველ რიგში ამ ბავშვებმა შესაფერის გარემოში მიიღონ განათლება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს