სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩატარებისთვის ერთ-ერთ ქალაქად ფოთი განიხილება

ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩატარების ადგილად განიხილება, ქალაქი ფოთია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ზურაბიშვილი ინაუგურაციის ფოთში გამართვას იმ სიმბოლური დატვირთვით ხსნის, რომ აღნიშნული ქალაქის აღმშენებლობა მისი დიდი ბაბუის, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის მამა, ლევან ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი იყო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორედ იგივე მიზეზით საარჩევნო კამპანიაც სიმბოლურად სწორედ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გამართული შეხვედრით დაიწყო.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება, თუმცა კონკრეტულად რომელში გაიმართება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 59 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები თბილისში, პარლამენტის ეზოში გაიმართა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის