გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს ავლაბრის რეზიდენციის ეზოში, პირადად მიეგება. სტუმრის დასახვედრად ეზოში წითელი ხალიჩა იყო გაშლილი.

პრეზიდენტებს მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის საუბარი ადმინისტრაციული საკითხების გადაბარებასთან დაკავშირებით შედგება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: წითელი ხალიჩა და მოქმედი პრეზიდენტის მიგებება მომავალ შემცვლელს: მარგველაშვილმა ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში მიიღო

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე