თბილისის „მეტროპოლიტენის“ საბურთალოს ხაზზე, მეტროს სადგურები „ვაჟა ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ შეფერხებით მუშაობს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური გაუმართაობის გამო, თბილისის „მეტროპოლიტენის“ საბურთალოს ხაზზე, მეტროს სადგურები „ვაჟა ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ შეფერხებით მუშაობს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მგზავრების მომსახურება მეტროს სადგურ „დელისამდე“ არის შესაძლებელი. „ტექნიკური გაუმართაობის გამო, თბილისის „მეტროპოლიტენის“ საბურთალოს ხაზზე, მეტროს სადგურები „ვაჟა ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ 17:00 საათიდან შეფერხებით მუშაობს. მგზავრების მომსახურება მეტროს სადგურ „დელისამდე“ არის შესაძლებელი.

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. მეტროს სადგურები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

თბილისის „მეტროპოლიტენის“ პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი“– „ვარკეთილი“) შეუფერხებლად მუშაობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის“, - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია