ქეთევან ციხელაშვილმა UNICEF-ის წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდი წარმომადგენელს ღასან ხალილის შეხვდა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება დეტალურად გააცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეეხო. ქეთევან ციხელაშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის ფაქტს და აღნიშნა, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია როგორც საქართველოსთვის, ასევე ცივილიზებული სამყაროსთვის.

„მხარეებმა შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდის პროექტები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ“, - განმარტავენ სამინისტროში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს