არჩილ თალაკვაძე - მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოების მეტად ჩართულობას, პოლიციისადმი ნდობას და მეტ უსაფრთხოებას მოგვიტანს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, მართლწესრიგის ოფიცრის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს პროგრესული რეფორმაა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოების მეტად ჩართულობას, პოლიციისადმი ნდობასა და მეტ უსაფრთხოებას მოიტანს.

„ეს არის საპოლიციო ფუნქციების სწორი გააზრება და თანამედროვე მოდელი, როცა პოლიცია სწრაფად და ეფექტურად რეაგირებს როცა დანაშაული მოხდება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიციის რეაგირება, სანამ დანაშაული მოხდება.

ბრიტანული Neighbourhood Policing-ის მოდელი წარმატებულია და უდავოდ გაამართლა. მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოების მეტად ჩართულობას, პოლიციისადმი ნდობას და მეტ უსაფრთხოებას მოგვიტანს. წარმატებას ვუსურვებ მინისტრ გიორგი გახარიას და ჩვენს პოლიციელებს!“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს