ახლობლების განცხადებით, ნიკა რურუას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია

ახლობლებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ნიკა რურუას გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

როგორც რამდენიმე ახლობელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნიკა რურუას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია.

„არ მახსოვს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ დაეჩივლოს. მაქსიმუმ წნევას ან გაციებას თუ შეუწუხებია“, - აღნიშნავენ პოლიტიკოსის ახლობლები.

მათივე ინფორმაციით, ნიკა რურუა სახლში დედამ იპოვა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ექიმებს რურუა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

ნიკა რურუა 50 წლის იყო. ის პარლამენტის მე-6 მოწვევის დეპუტატი და კულტურის მინისტრი იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს