გიორგი მარგველაშვილი - ნიკა რურუა ცხოვრების ყველა ეტაპზე იყო ძალიან საინტერესო ადამიანი

ნიკა რურუა ცხოვრების ყველა ეტაპზე იყო ძალიან საინტერესო ადამიანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი ზანდუკელის ქუჩაზე, ნიკა რურუას საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ მივიდა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ნიკა რურუა იყო ძლიერი ადამიანი, კულტურის გამორჩეული მინისტრი და მისი მეგობარი. „ნიკა ჩემი მეგობარი იყო. ძალიან ძლიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე იყო საინტერესო. ის ბევრ კულტურის მინისტრს შორის იყო გამორჩეული“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზანდუკელის ქუჩაზე იმყოფებიან გარდაცვლილ ნიკა რურუას ნათესავები, მეგობრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, კულტურის მოღვაწეები.

ნიკა რურუა რამდენიმე საათის წინ საკუთარ სახლში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. გარდაცვლილი საკუთარი სახლიდან რამდენიმე წუთის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.

იხილეთ ვიდეო: "ღმერთმა გაანათლოს ნიკას სული, ძაან მიჭირს ამის თქმა" - გიორგი მარგველაშვილი რურუას სამძიმარზე მივიდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს