დავით ბაქრაძე - ალექსანდრე ჭიკაიძისგან განსხვავებით, გიორგი გახარიამ იცის, „თალიბანი“ რა არის

ალექსანდრე ჭიკაიძისგან განსხვავებით, გიორგი გახარიამ იცის, „თალიბანი“ რა არის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუ უკრაინის 6 დაკავებული მოქალაქე ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას და აფეთქებებს გეგმავდა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვალდებულია, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

„ალექსანდრე ჭიკაიძისგან განსხვავებით, გიორგი გახარიამ „თალიბანი“ იცის, რა არის და ინტელექტუალურად გახარიას და ჭიკაიძეს არასდროს შევადარებ. მაგრამ თუ გიორგი გახარია ამ განცხადების დონეზე დარჩა და ეს განცხადება არ გაამყარა ფაქტებით და არგუმენტებით, მაშინ მასსა და ჭიკაიძეს შორის განსხვავებას მე ვერ დავინახავ. როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გამოდის და ეჭვს აგორებს ქვეყანაში, რომ თურმე დააკავეს ჯგუფი, რომელსაც დივერსიების მოწყობა სურდა, ეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვალდებულია, ბოლომდე მიიყვანოს საქმე და აცნობოს საზოგადოებას, რა და როგორ ხდებოდა. თუ ეს 6 კაცი გადატრიალების მოწყობას და აფეთქებას გვიპირებს, გვითხრან და გაგვაგებინონ... 6 კაცს კი არა, 6 000 კაცს დავგმობთ ყველა ერთად, თუ რამეს გვიპირებენ და თუ არ გვიპირებენ, მაშინ გახარიაც ზუსტად ისეთივე ჭიკაიძეა, ოღონდ ცოტა უფრო ჭკვიანი“, - განაცხადა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო: "გიორგი გახარიამ ჭიკაიძისგან განსხვავებით თალიბანი იცის რა არის" - დავით ბაქრაძე

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი