ნატო ჩხეიძე - კომპანიის მიმართ იყო შეთავაზებები, რომ გარკვეული ტექსტის წაკითხვის შემდეგ ძალიან ბევრი სიკეთე იქნებოდა

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ნატო ჩხეიძის განცხადებით, კომპანიის მიმართ იყო გარკვეული შეთავაზებები, რომ გარკვეული ტექსტის წაკითხვის შემდეგ ძალიან ბევრი სიკეთე იქნებოდა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 26 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტრომ სასწრაფოდ გასცა აქციზური მარკები, 1 მილიონის გადახდის შემდეგ, თუკი დაიწყებს საერთოდ რამის გადახდას, ჩვენ ყველანაირ დათმობაზე წავალთ, ოღონდ ფაბრიკამ იმუშავოსო. ივანიშვილმაც თქვა ჟურნალისტებთან, რომ თუკი გადაიხდის კომპანია 1 მილიონს მაინც, ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ ამუშავდნენ და მერე შევხედავთ, რას იზამენ“, - განაცადა ჩხეიძემ.

წამყვანის კითხვაზე, რატომ მოუნდა ამდენი საკმაოდ მძიმე ბრალდების შემდეგ ხელისუფლებას „ომეგას ჯგუფის“ ხელშეწყობა, მან განაცხადა, რომ ხელისუფლება რაღაცებმა აიძულა. „უცხოეთში სასამართლოები ჯერ წინ არის, ნუ ვიქნებით ძალიან სულსწრაფები, რადგან ამ სულსწრაფობის გამო პრესაში და სოციალურ ქსელებში ისიც კი დაიწერა, რომ „ომეგა ჯგუფი“ გაურიგდა ხელისუფლებას. გარიგება არ მომხდარა, იყო გარკვეული შეთავაზებები, რომ გარკვეული ტექსტის წაკითხვის შემდეგ ძალიან ბევრი სიკეთე იქნებოდა“, - განაცხადა ჩხეიძემ.

იხილეთ ვიდეო: "არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფინანსთა სამინისტრომ სასწრაფოდ გასცა აქსციზური მარკები" - ნატო ჩხეიძე

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს