დიმიტრი ცქიტიშვილი - ოპოზიცია საუბრობს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე, მათ ჰქონდათ შეთავაზება, თუმცა უარი თქვეს, ახლა ამის სხვაზე გადაბრალება, უზნეობაა

ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული პარტიები საუბრობენ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე, მათ ჰქონდათ შეთავაზება, რომ 2020 წლიდან გადავსულიყავით ამ სისტემაზე, თუმცა უარი თქვეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ოპოზიციის იმ მოთხოვნაზე, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

ცქიტიშვილის განმარტებით, ხელოვნური კოალიციების შექმნა სწორი არ არის და პოლიტიკური პარტიების ნაწილს საშუალება აქვს, გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა განცხადებების გასაკეთებლად.

„ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული პარტიები საუბრობენ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე, მათ ჰქონდათ შეთავაზება და ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ 2020 წლიდან გადავსულიყავით ამ სისტემაზე, თუმცა მათ ამ ყველაფერზე უარი თქვეს. დღეს კი ამ პარტიების მხრიდან სხვაზე გადაბრალება არის უზნეობა. ამიტომაც ზოგადად, თუ მათ სურთ პოლიტიკური დისკუსია, ამის ადგილი პარლამენტია, მოვიდნენ და გამართონ დისკუსია. მკვდარი პარტიების გაცოცხლება, თითქოსდა ბევრი პარტია გამოჩნდეს, სწორი არ არის", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ნაწილი 2020 წლიდან არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით მოითხოვს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს