პროკურორი -„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილის საქმეში საბანკო გადარიცხვები, ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი და სხვა მტკიცებულებებია

ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ ჯანდაცვის სამინისტროს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილის ნუგზარ ჯანჯღავას სისხლის სამართლის საქმის პროკურორი მაია სილაგაძე აცხადებს, რომ საქმეში მოწმეთა ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, მათ შორის, ბრალდებულის სახელზე საბანკო ჩარიცხვები.

„ბრალდების მხარე არ ეთანხმება დაცვის მხარის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის საკმარისი მტკიცებულებები მოპოვებული, რომ ნუგზარ ჯანჯღავამ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული.

საქმეში მოპოვებული გვაქვს არაერთი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნუგზარ ჯანჯღავას უხდიდნენ ყოველთვიურად თანხას, რათა გარკვეული მფარველობა განეხორციელებინა მათ აფთიაქებზე.

ბრალდების მხარე დეტალურად ვერ ისაუბრებს კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეზე, თუმცა, ჩვენებების გარდა, არის სხვა მტკიცებულებებიც, წარმოდგენილია საბანკო გადარიცხვები, ასევე წარმოდგენილია ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი და სხვა მტკიცებულებები, რომელთაც ბრალდების მხარე საქმის არსებითი განხილვისას გამოიკვლევს", -აცხადებს სილაგაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, ნუგზარ ჯანჯღავას ყოველთვიურად 13 000 ლარს უხდიდნენ, რათა აღნიშნული თანხა გადაეცა გია თვალავაძისათვის, რომელსაც ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა ევალებოდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა