ზაზა ვაშაყმაძე გერმანიის ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის სააგენტოდან აცნობეს, ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს რელიგიის სააგენტოს შექმნისა და საქმიანობის, საქართველოს რელიგიური, დემოგრაფიული და ეთნიკური მახასიათებლების, სახელმწიფოს მიერ რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული წარმატებული ნაბიჯების, კერძოდ, კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმების შესახებ გააცნო ინფორმაცია.

„საუბარი, ასევე, შეეხო რელიგიის სააგენტოს მიერ შემუშავებულ პროექტებს, გამართულ კონფერენციებსა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო - სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ტრენინგებს.

გერმანიის ელჩმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს დეტალური ინფორმაციისათვის. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და გერმანიის ისტორიულ მეგობრობას, რომელიც ბოლო წლებში კიდევ ნაყოფიერი გახდა. ჰუბერტ ქნირშმა ისაუბრა სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობის გერმანულ გამოცდილებაზე. მისი თქმით, ეს საკითხები გერმანიისათვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, ცენტრალური საკითხებია და ამ მიმართულებით, არსებობს დიდი ინტერესი. ელჩმა სააგენტოს თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში ისლამის კონფერენციის შექმნისა და ადგილობრივი ისლამური თეოლოგიის ჩამოყალიბების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი გამოცდილების გაზიარების აუცილებლობა და ამ მიმართულებით, გამოითქვა ინიციატივა, რელიგიის სააგენტოს საინფორმაციო ვიზიტის თაობაზე გერმანიაში.

ელჩის თქმით, საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა, ამის დასტურად მან მოიყვანა გერმანიაში მოღვაწე ირანელი მწერლის ახალი ბესტსელერი, სადაც იგი აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან გამოარჩევს თბილისის ჯუმა მეჩეთს, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთობლივად, ჰარმონიულად ლოცულობენ და ცხოვრობენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა