თენგიზ ფხალაძე - ნიკა რურუა ყოველთვის შემართებისა და პრინციპულობის მაგალითი იყო

ნიკა რურუა ყოველთვის შემართებისა და პრინციპულობის მაგალითი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.

„ეს დიდი დანაკარგია ყველასთვის. ჩვენი თაობისთვის, მომავალი თაობისთვის, იმიტომ, რომ ნიკა ყოველთვის შემართებისა და პრინციპულობის მაგალითი იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, რომ იდეალები და ღირებულებები, რომლებსაც ემსახურებოდა, ბოლომდე დაეცვა და იცავდა კიდევაც. ძალიან დიდი დანაკლისია და ძალიან ძნელია ნიკაზე წარსულ დროში ლაპარაკი“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარშია დასვენებული. ნიკა რურუას ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი და კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში, 4 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს