სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრის გახსნის და სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრის გახსნის და სტუდენტების დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლებს. ღონისძიების მთავარი მიზანია დამსწრე საზოგადობას გააცნოს კარიერული განვითარების ცენტრის საქმიანობა და აშშ-ის უნივერსიტეტებში სტუდენტების დასაქმების საუკეთესო მაგალითები, რომლის დანერგვასაც უნივერსიტეტი საქართველოში ახორციელებს.

ღონისძიებაზე კერძო სექტორისა და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები უნივერსიტეტის წარჩინებულ და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სასწავლო სტიპენდიებით დააჯილდოებენ. ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში როს უილსონი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი, ბიზნეს სექტორის, აკადემიური ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ: ფონდი ქართუს, საქართველოს ბანკის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP), აშშ-ის საელჩოს, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG), სილქნეტის, GDI Group-ის, GM Pharma-ს და TBC ბანკის წარმომადგენლები.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი