ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში სუამი-კანადის შეხვედრა გაიმართა

მილანში მიმდინარე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში სუამი-კანადის შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ეს იყო ამ ფორმატით გამართული პირველი შეხვედრა. მათივე ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობა მიიღეს სუამის წევრი ქვეყნების -აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ელმარ მამედიაროვმა, დავით ზალკალიანმა, ტუდორ ულიანოვიჩმა, პავლო კლიმკინმა, კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კრისტია ფრილანდმა და ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ აღნიშნულ ფორმატში კანადასთან თანამშრომლობას და ხაზი გაუსვეს იმ მნიშვნელოვან პოტენციალს, რასაც ეს ფორმატი იძლევა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით. „ეს არის სრულიად ახალი ფორმატი და ეს შეხვედრა გახლავთ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის სუამის რეგიონში მიმდინარე პროცესები, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, ისე იმ გამოწვევების მიმართულებით რაც არსებობს სუამის წვერი ქვეყნებითვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, კანადა საქართველოს მნიშვნლოვანი მხარდამჭერია, ყველა საერთაშორისო ფორმატში, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვასაზრისით, შესაბამისად, ზალკალიანის შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში სუამის მიამრთულებით გაღრმავდება.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს სუამი-კანადას ფორმატში თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები.

„შევთანხმდით ბევრ ახალ მიმართულებებზე, რომელშიც შესაძლოა, როგორც ტრანსპორტის და ენერგეტიკის მიმართულებით, ასევე იმ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტების ეფექტიანი გამოყენების თვალსაზრისით იყოს აქტუალური ჩართულობა კანადის მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სუამის ფარგლებში უკვე მოქმედებს სუამი-აშშ და სუამი-იაპონიის ფორმატები.

ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომა მილანში 6-7 დეკემბერს იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა