პენსიონერებმა კომპიუტერის კურსები გაიარეს

ეროვნული ბიბლიოთეკისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივი პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში პენსიონერთა პირველმა ჯგუფმა კომპიუტერის კურსები წარმატებით გაიარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბილიოთეკიდან აცნობეს, ეროვნული ბიბლიოთეკა და ლიბერთი ბანკი პროექტს აგრძელებენ და უახლოეს მომავალში კომპიუტერთან მუშაობის უნარებს პენსიონერთა მეორე ჯგუფი შეისწავლის.

„ეროვნული ბიბლიოთეკისა და ლიბერთი ბანკის ფანტასტიკური პროექტის #პენსიონერთასკოლა – პირველი გამოშვების საღამო ბრწყინვალე სტუდენტებისა და შესანიშნავი მასწავლებლის ავთო თავდიშვილის მონაწილეობით ჩატარდა. ჩვენმა სტუდენტებმა შესანიშნავად შეისწავლეს კომპიუტერული უნარ-ჩვევები. წინ ახალი ჯგუფებია“, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა