ჯორჯ ბუში უფროსი მისი სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალეს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი მისი სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს 41 -ე პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჯიმ მაკგრატი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ ბუშის გვერდით ასევე განისვენებენ მისი მეუღლე ბარბარა ბუში და მათი შვილი რობინი, რომელიც 1953 წელს, სამი წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაკრძალვის ცერემონია დახურული იყო. შეგახსენებთ, რომ პანაშვიდი ვაშინგტონის კათედრალურ ტაძარში გაიმართა. მას ესწრებოდნენ აშშ-ს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები.

იხილეთ ვიდეო: ჯორჯ ბუშ უფროსი მისი მეუღლის და 3 წლის შვილის გვერდით დაკრძალეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა