ომბუდსმენი - პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა

პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2018 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეჯამებისას განაცხადა. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გამოვლენილ დარღვევებზე.

„პატიმართა უფლებების შესწავლის მიმართულებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის აპარატს ხელი არ მიუწვდება გარკვეული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებზე. მაგალითად, პატიმრის გარდაცვალებისას მიუწვდომელია ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, ასევე პატიმართა სახელები, გვარები და სხვა პირადი მონაცემები.

პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა. სამწუხაროდ, კვლავ უცვლელია პოლიტიკა განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებთან მიმართებაში,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემები გამოვლინდა პოლიციის მიერ დაკავებულების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხითაც. ნინო ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევაზეც.

„გამოვლინდა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ისეთი შემთხვევები, როდესაც შსს-ს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს სამართლებრივ საფუძველზე მითითების გარეშე უშლიდნენ ხელს კარვების გაშლაში, “ - აღნიშნა ლომჯარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა