სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრის გახსნისა და სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრის გახსნისა და სტუდენტების დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი მიზანი დამსწრე საზოგადობისთვის კარიერული განვითარების ცენტრის საქმიანობისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში სტუდენტების დასაქმების საუკეთესო მაგალითების გაცნობაა, რომლის დანერგვასაც უნივერსიტეტი საქართველოში ახორციელებს.

„ღონისძიებაზე კერძო სექტორისა და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის წარჩინებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტები სასწავლო სტიპენდიებით დააჯილდოვეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში როს უილსონი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი, ბიზნეს სექტორის, აკადემიური ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ღონისძიებაზე სხვა კომპანიებთან ერთად ჯილდო სტუდენტებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გადასცა.

„კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უნივერსიტეტის ათ წარჩინებულ და სოციალურად დაუცველ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსა. სწავლის საფასურის დაფინანსებასთან ერთად კომპანია სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამებზე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ: „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP), ფონდი „ქართუს“, „საქართველოს ბანკის“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, აშშ-ის საელჩოს, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG), სილქნეტის, GDI Group-ის, GM Pharma-ს და TBC ბანკის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა