რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პრობლემები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განიხილეს

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მოსმენა გაიმართა.

როგორც ქარხნის წარმომადგენლების მხრიდან ითქვა, ქარხანა პრობლემების წინაშე ირანიდან დემპინგურ ფასად დაბალი ხარისხის არმატურის შემოტანის გამო აღმოჩნდა, რასაც შესაძლოა ნაწილობრივი გაჩერება და თანამშრომელთა შემცირება მოჰყვეს.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის “რუსთავის ფოლადის“ ადვოკატის, დავით ებრალიძის განცხადებით, არასწორი იყო საქართველოს მთავრობის მიერ “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კანონის“ ამოქმედების თარიღის 15 იანვრამდე გადაწევა. მას ასევე საჭიროდ მიაჩნია ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონის მიღება.

დღევანდელ სხდომაზე გამოითქვა მოსაზრებები ანტიდემპინგური კანონის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, ასევე იმ მოსალოდნელ რისკებსა და პრობლემებზე, რასაც ზოგადად, ქართულ წარმოებას “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კანონის ამოქმედების ვადის გადაწევა უქმნის.

“საკითხი, რომლის გამოც შევიკრიბეთ, ჩვენს ოპერატიულ რეგირებას მოითხოვს. მინდა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა იცოდნენ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

როგორც კაკულიამ აღნიშნა, კომიტეტი მომავალ კვირაშივე დაინტერესდება პრობლემების მოგვარების დინამიკით და პროცესების განვითარებას თვალს მიადევნებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა