თბილისის  აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტზე ირანის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა და მებაჟე ოფიცრებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში ირანის ორი მოქალაქე: 1996 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1989 წელს დაბადებული შ.ქ. დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედებათ.

„დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ორივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 40 აბი "მეტადონი" და ნარკოტიკული საშუალება "კოდეინის" შემცველი 350 აბი ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, ასევე, 262-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: თბილისის აეროპორტში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს: ამოღებულია "მეტადონის" 40 და "კოდეინის" შემცველი 350 აბი

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის