ავტორიზაციის საბჭო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელების ჩარიცხვასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ამ წუთებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელების ჩარიცხვასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს.

ავტორიზაციის საბჭოს სხდომას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი, ასევე სტუდენტები და მშობლები ესწრებიან. უნივერსიტეტთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია საბჭოს წევრებს ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა და სხვა პირებმა გააცნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შეხვედრის დაწყებამდე იოსებ ბარათაშვილმა განუცხადა, დღეის მდგომარეობით არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ ავტორიზაციის საბჭოს 20 აგვისტოს დადგენილება ძალაში დარჩეს და უნივერსიტეტს სტუდენტების ერთი წლით მიღების შეზღუდვა არ მოეხსნას.

მისივე თქმით, ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღება ერთი წლით შეეზღუდა. მისივე განმარტებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და გაასაჩივრა. 16 ოქტომბერს სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კი ავტორიზაციის საბჭოს 20 აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმდა და ეს საკითხი ავტორიზაციის საბჭოს განსახილველად უკან დაუბრუნდა.

„აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტი სასამართლოში შემოსავლების სამსახურის მიმართ დავას აწარმოებდა. კერძოდ, უნივერსიტეტისთვის 735 ათასი ლარის დარიცხვასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტმა სადაო თანხაზე მეტი, 20-ჯერ მეტი ქონება აჩვენა. ასევე, ავტორიზაციის საბჭოს წარუდგინა საბანკო ანგარიში, სადაც მის დეპოზიტზე დარიცხული იყო 739 ათასი ლარი", - განაცხადა ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც სააპელაციო საბჭომ უნივერსიტეტის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურმაც უარი თქვა თავის სარჩელზე. აღნიშნულით, შავი ზღვის უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა მოეხსნა. "დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ახალი ამონაწერით დასტურდება, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქონება სრულიად თავისუფალია", - განაცხადა ბარათაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა