პარიზში აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცავების დაპირისპირების შედეგად  30 ადამიანი დაშავდა - დაპატიმრებულია 724  ადამიანი

პარიზში დღევანდელი საპროტესტო აქციების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის სამი პოლიციელია. საფრანგეთის შს სამინისტროს ბოლო მონაცემებით, საფრანგეთის მასშტაბით საპროტესტო აქციების ფარგლებში 1000 ადამიანი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებებში, აქედან 724 პატიმრობაში რჩება. კერძოდ, პარიზში, სამართალდამცველებმა 536 ადამიანი დააპატიმრეს.

პარიზის ცენტრალური რაიონის სხვადასხვა ადგილებში მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

ფრანგული მედია ასევე ავრცელებს კადრებს, სადაც მანიფესტანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ბარიკადებს, შანზ-ელიზეზე ასევე დაზიანდა რამდენიმე მაღაზია, თუმცა სამართალდამცველები აკონტროლებენ სიტუაციას.

დღევანდელ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელია მობილიზებული, აქედან 8 000 - პარიზში.

შეგახსენებთ, რომ საწვავის ფასების ზრდამ საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. გასულ შაბათს საფრანგეთს პროტესტის ტალღამ გადაუარა, რომლის მონაწილეებმა საწვავის მოსალოდნელი გაძვირება გააპროტესტეს. ყველაზე მასშტაბური ხასიათი პროტესტმა საფრანგეთის დედაქალაქში მიიღო, სადაც აქციის მონაწილეებმა ავტომანქანები დაწვეს, მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ტრიუმფალური თაღიც კი სერიოზულად დააზიანეს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო 2019 წელს საწვავზე გადასახადების ზრდა საერთოდ გააუქმოს.

იხილეთ ვიდეო: პარიზის დღის ქრონიკა: აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცავების დაპირისპირების შედეგად დაშავდა 30, დაპატიმრებულია 724 ადამიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა