იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი ტყავაძე აირჩიეს

მოსამართლეთა 24-ე კონფერენციაზე მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი ტყავაძე აირჩიეს.

როგორც ტყავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, მოამზადოს მოსამართლეობის კანდიდატები სასამართლო სისტემისთვის.

„ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა და შესაბამისად, საჭიროა მაღალი, ევროპული სტანდარტებით მოსამართლეების მომზადება. იუსტიციის სკოლა დღეისთვის თანამშრომლობს საერთაშორისო ევროპულ ორგანიზაციებთან და მათთან თანამშრომლობის შედეგად იგეგმება ყოველი მომდევნო წლის საქმიანობა“,- აღნიშნა ტყავაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა