თბილისში კონფერენცია „Showcase – საქართველო შემოქმედებით ევროპაში” იმართება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დღეიდან კონფერენცია „Showcase – საქართველო შემოქმედებით ევროპაში” იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას გაუძღვებიან მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და „შემოქმედებითი ევროპის” დესკის ხელმძღვანელი ქეთევან შენგელია.

მათივე ცნობით, კონფერენცია „Showcase - საქართველო შემოქმედებით ევროპაში“, 10-12 დეკემბერს, „შემოქმედებითი ევროპის” საქართველოს დესკის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

„კონფერენციის ფარგლებში, შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარები პროგრამით დაინტერესებულ კულტურისა და აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიონალებს, ასევე, ორგანიზაციებს, ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარები კონფერენციაზე წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს და დეტალურად ისაუბრებენ „შემოქმედებით ევროპაში“ განაცხადის წარდგენის პროცესზე, მათ შორის, იმ სირთულეების დაძლევის გზებზე, რომელიც შეხვდათ აპლიკაციის შევსებასთან, თუ, საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვასთან დაკავშირებით.

კონფერენციის მუშაობაში ჩართულნი არიან სერბეთისა და უკრაინის დესკები, ასევე, Trans Europe Halles-ის წარმომადგენელი შვედეთიდან“, -ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა