კახა კალაძე - გურამ დონაძე რას ამბობს არ ვიცი - თავის დროზე ყველას გადავუხადე მადლობა, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი ძმის საქმის გამოძიებაში

თავის დროზე ყველას გადავუხადე მადლობა, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი ძმის საქმის გამოძიებაში,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსის გურამ დონაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. როგორც კალაძე ამბობს, მან არ იცის კონკრეტულად რა წვლილი აქვს მისი ძმის საქმის გამოძიებაში გურამ დონაძეს.

"არ ვიცი რაზეა საუბარი. მე, თავის დროზე, შესაბამის სამსახურებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმის გამოძიებაში, გადავუხადე მადლობა. კონკრეტულად ვინ იყო არ მახსოვს. გურამ დონაძე რას ამბობს არ ვიცი",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულმა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ კახა კალაძე პირადად უხდიდა მადლობას მისი ძმის საქმის გამოძიებაში შეტანილი წვლილისთვის.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე - თავის დროზე ყველას გადავუხადე მადლობა, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი ძმის საქმის გამოძიებაში

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა