მამინაცვლის მიერ  25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე, მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

ბარნოვზე, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე, რომელზეც მისი მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძეა ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე სათათბიროდ გავიდა. გადაწყვეტილებას აღნიშნულ საქმეზე მოსამართლე უახლოეს წუთებში გამოაცხადებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგა. სწორედ ამის შემდეგ გავიდა მოსამართლე სათათბიროდ.

პროცესს ესწრება მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედა, ნათელა გობაძეც. ის ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სასამართლოში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით იკვეთება, რომ თაკო გამრეკელაშვილს აღენიშნებოდა 33 ჭრილობა, ასევე აღენიშნებოდა მრავალი სისხლნაჟღენთი დაზიანება. 33 ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობიდან 8 კისრის არეში იყო შემავალი, 2 გულ-მკერდის არეში, დანარჩენი სხვადასხვა ადგილებზე. კისრის და ყელის არეში არსებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გარდაცვალება.

ბრალდების მხარის განმარტებით, სასამართლო განხილვებზე გამოიკვეთა ასევე ერთი გარემოება, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ დანაშაული მოკლული გამრეკელაშვილის მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ ჩაიდინა.

შეგახსენებთ, რომ თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძე დაკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისსთვის აქვს წაყენებული. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო