მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს ვალების განულებაზე - თქვენი ლოგიკით, შარშან ჩვენ გავთვალეთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ეს უნდა გაგვეკეთებინა?

თქვენი ლოგიკა ის გახლავთ, რომ შარშან ჩვენ გავთვალეთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ეს უნდა გაგვეკეთებინა? - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ჟურნალისტების კითხვას უპასუხა - იყო თუ არა ვალების განულება წინასაარჩევნო მოსყიდვა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ე.წ. შავ სიებთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბარი მან ფინანსთა მინისტრად დანიშვნისთანავე დაიწყო.

„მე ფინანსთა მინისტრად დავინიშნე შარშან წლის ბოლოს და იმ დღიდან დავიწყე ამაზე საუბარი. ანუ თქვენი ლოგიკა ის გახლავთ, რომ შარშან ჩვენ გავთვალეთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ეს უნდა გაგვეკეთებინა? ჩვენ რომ ამის შესახებ გვეთქვა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბუნებრივია ამ ლოგიკას პირველი მე გავიზიარებდი, მაგრამ ეს იყო მოვლენათა მთელი ქრონოლოგია. ჩვენი ოპონენტებისგან ბევრი კრიტიკა მივიღე ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში, რომ თითქოს მე ვებრძვი ლიბერალურ ეკონომიკას და ა.შ. თუ არ გახსოვთ, შეგიძლიათ მოიძიოთ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ელექტორალური თვალსაზრისით საინტერესოა და როდესაც ორშაბათს მე უნდა დამეანონსებინა ამ პროექტის დაწყება, წინა დღეს პოლიტიკური შოუ ვიხილეთ. დახურული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინ დადგა „ნაციონალური მოძრაობა“ და დაიწყო იმის ყვირილი, რომ თურმე საქართველოში ასეთი რაღაც ხდება. კვირა დღეს მოხდა ეს. ეტყობა ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ორშაბათს ამ ბრიფინგს ვაპირებდი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს