აკაკი ზოიძე მოსახლეობას სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ჩასატარებელ კვლევებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე მოსახლეობას სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ჩასატარებელ კვლევებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. განცხადება ზოიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

„გაერო-ს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ ერთობლივი კვლევა ტარდება. ამჟამად ამ კვლევაში ჩაერთო მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დონის განსაზღვრას შეეხება. დადასტურებულია, რომ სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა იწვევს საკმაოდ მძიმე დარღვევებს გონებრივი და ზოგადი განვითარების კუთხით, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს კვლევა, რათა დავადგინოთ და რეალური მტკიცებულებები მოვიპოვოთ რამდენად პრობლემატურია საკითხი დედაქალაქის და რეგიონების მასშტაბით. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ სამედიცინო პერსონალის მიერ ბავშვებისთვის სისხლის აღებაზე ბევრი მშობელი უარს აცხადებს. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ითანამშრომლონ სამედიცინო პერსონალის კვლევით ჯგუფებთან და ბავშვები გაატარონ შემოწმებაზე“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე ინფორმაციით, ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი კვლევა 1500-მდე 0-დან 7 წლის ბავშვებში ტარდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა