ბარნოვზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედა -  ვეფხია ბაქრაძე ამ სასჯელს იმსახურებდა

სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ვეფხია ბაქრაძე იმსახურებდა ამ სასჯელს, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბარნოვზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედამ, ნათელა გობაძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, პროკურატურამ, გამოძიებამ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, რომ სწორად წაიყვანეს ეს პროცესი. კანონი არსებობს. ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად ველოდით, რომ მიიღებდა პროკურორიც და მოსამართლეც. მოსამართლეს არ დაუსახელებია კონკრეტულად რა დეტალებში გამტყუნდა, ან გამართლდა ჩემთან მიმართებით, მაგრამ რაც მთავარია, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო", -განაცხადა გობაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბარნოვზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს