გიორგი კანდელაკი იუსტიციის სახლთან აქციაზე - ეს პრორუსული ექსტრემისტული დაჯგუფება წარმოადგენს „ქართული ოცნებისა’’  და ბიძინა ივანიშვილის სახეს

ეს პრორუსული ექსტრემისტული დაჯგუფება წარმოადგენს „ქართული ოცნებისა’’ და ბიძინა ივანიშვილის სახეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ ის ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც კანონდარღვევას სჩადის, თითქოსდა ოპოზიციაა.

„დღეს, საზოგადოება მოწმეა სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირებისა, რაც არის კანონდარღვევა. რეალურად, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვუთხრათ, რომ არ დაიბნეს. ეს არის ხელისუფლებასთან შეთანხმებული ქმედება, რეალურად ამ ყველაფერს სჩადის „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეცდომაში შეიყვანოს თუნდაც საზოგადოების ნაწილი, რომ ის ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც დღეს სჩადის კანონდარღვევას, არის თითქოსდა ოპოზიცია.

ივანიშვილს სურს მართული ოპოზიცია ჰყავდეს იმისათვის, რომ ამ შემთხვევაში პრორუსული ოპოზიცია გამოიყენოს რეალური პროდასავლური ოპოზიციის წინააღმდეგ, მაგრამ მთელმა საზოგადოებამ ამ არჩევნებზე და მანამდეც იხილა, რომ „ქართული ოცნება“ და ეს პრორუსული ექსტრემისტული დაჯგუფება არის ერთი და იგივე. მეტიც, ეს ადამიანები წარმოადგენენ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის სახეს,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა