შსს-ს ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის და კიდევ ორი პირის დაჭრაში დამნაშავე პირი დადგენილია

წყნეთში, რესტორან „წისქვილთან“ გუშინ მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დამნაშავე პირი უკვე დადგენილია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ინცინდენტის შედეგად სამი პირი დაიჭრა. კერძოდ, „იმედის“ ინფორმაციით, დაჭრილია სასჯელაღსრულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი. მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ითხვალისწინებს და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ზვიად მიხანაშვილი საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, მიხანაშვილი ყოფილმა პატიმარმა დაჭრა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს