საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმიანება „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ახლად არჩეულ პრეზიდენტს მოუწოდებენ გადახედოს საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები წარმოადგენს ადვოკატის კლიენტთან გაიგივების ფაქტს, ეწინააღმდეგება ადვოკატის საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ და საერთაშორისო ინსტრუმენტებს და მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებისათვის.

„უპირველესად აღვნიშნავთ, რომ ადვოკატთა ასოციაცია განუხრელად ემხრობა ქალთა და გოგონათა უფლებრივი თანასწორობის იდეას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში - იქნება ეს, შესაბამისი საგანმანათლებლო ღონისძიებები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით პრობონო პროექტები თუ სხვა - თავისი წვლილი შეაქვს აღნიშნული იდეის პრაქტიკულ განხორციელებაში.

ამასთან, ადვოკატის მიმართ მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ადვოკატის სპეციფიკური როლი მართლმსაჯულების განხორციელებაში. კერძოდ, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით...ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება გარანტირებულია კანონით.“ ამასთან, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დაცვის უფლების განხორციელებისას, ადვოკატი ვალდებულია დაიცვას კლიენტის უფლებები და ინტერესები და ამ პროცესში გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით. ხაზგასასმელია, რომ კლიენტის ინტერესების დაცვის პროცესში ადვოკატის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაცვის ისეთი სტრატეგია, რომელიც შესაძლოა არ გამოხატავდეს ადვოკატის პირად მოსაზრებებსა თუ შეხედულებებს და მიმართული იყოს მხოლოდ დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისკენ.

იგივე პრინციპები განმტკიცებულია იურიდიული პროფესიის მარეგულირებელ საერთაშორისო მექანიზმებშიც. კერძოდ, ადვოკატის როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების 18-ე მუხლის თანახმად: „ადვოკატები, თავიანთი ფუნქციების შესრულების გამო, არ უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული მათ კლიენტებთან ან მათი კლიენტების ქმედებასთან“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები წარმოადგენს ადვოკატის კლიენტთან გაიგივების ფაქტს, ეწინააღმდეგება ადვოკატის საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ და საერთაშორისო ინსტრუმენტებს და მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებისათვის. ამასთან,

ადვოკატ გაბუნიას მიმართ გაკეთებული ნეგატიური განცხადებები ეწინააღმდეგება სასამართლო სიტყვის თავისუფლების აღიარებულ პრინციპს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ადვოკატთა საზოგადოებას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ადვოკატის როლის და ფუნქციის სწორად გააზრებისკენ და ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, რომელიც ზიანს მიაყენებს საადვოკატო საქმიანობის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და დააზიანებს მართლმსაჯულების ხარისხიანად განხორციელების პროცესს.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
სასიამოვნო სიურპრიზი „ტოიოტასგან“ საავტომობილო რბოლის მოყვარულთათვის
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“