კონკურენციის სააგენტო ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას შეისწავლის

კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში, ძირეულად შეისწავლის ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას და დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელებს მონიტორინგს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს.

კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, მათი მიზანია, შესაბამის ბაზრებზე, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირება, არსებული სიტუაციის დროული შეფასება და სიღრმისეული კვლევა-ანალიზი.

„საქართველოს პრემიერ- მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელი განცხადებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის - ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში, ძირეულად შეისწავლის ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას და დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელებს მონიტორინგს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა