დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კონკურენციის კანონმდებლობაში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე იმსჯელეს დეპუტატებმა და ექსპერტებმა დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, ამ კუთხით კანონმდებლობა დასახვეწია.

„კონკურენციის თემა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეკონომიკა საქართველოში ეფუძნება თავისუფალ ბაზარს. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ბევრი მიმართულებით არის დასახვეწი კანონმდებლობა. კერძოდ დასახვეწია თავად კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი, პროცედურული ნორმები და სხვა. თუნდაც ის, რომ არსებობს სახელმწიფო, საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ისეთი სუბიექტებიც, რომელსაც არ მოიცავს კანონმდებლობა. ასევე არასრულყოფილია ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში კონკურენციის განხორციელება, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და მათზე რეაგირების საკითხები. ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობა შეიცავს ხარვეზებს,“ – განაცხადა რომან კაკულიამ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესში კონკურენციის მნიშვნელობაზე, კონკურენციის სააგენტოს ფუნქციების დახვეწის საჭიროებაზე და კანონმდებლობაში ამ მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებზე. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს აღნიშნულ საკითხებზე, იმსჯელეს როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რომ მთავრობასთან ერთად მოხდეს კანონმდებლობის სრულყოფა.

შეხვედრაში გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით (GIZ) და მასში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები: დავით ჭიჭინაძე და გიორგი ფერაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ვინსენტ რეი, ექსპერტები და სპეციალისტები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა