პეტრო პოროშენკომ რუსეთთან მეგობრობის შესახებ შეთანხმების შეწყვეტას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ მოქმედი შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან შეთანხმების შეწყვეტა განხილული უნდა იყოს არა როგორც ეპიზოდი, არამედ როგორც უკრაინის სტრატეგიის ნაწილი „კოლონიალურ წარსულთან“ ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტასთან და ევროპისკენ ორიენტაციის შეცვლა.

პრეზიდენტის თქმით, ამ სტრატეგიის სხვა შემადგენელია: უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირთან ასოცირებული წევრობა, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ტომოსის მიღება, დსთ-დან გამოსვლა და ასე შემდეგ.

პოროშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს, დაასრულოს სამუშაო რუსეთთან ინვენტარიზაციის სამართლებრივი ბაზის შესახებ.

პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები გადადგას უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანოს შესაქმნელად რუსეთისადმი უკრაინის კონსოლიდირებული პრეტენზიის ფორმირების თაობაზე, რომელიც უკავშირდება ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეულ ზარალს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს