ირაკლი კობახიძე - ერთ-ერთი პრიორიტეტია გუნდის განახლება-გადახალისება, თუმცა საკადრო ცვლილებები, რომელზეც გვესმის სპეკულაციები, ამას არ აქვს საფუძველი

ერთ-ერთი პრიორიტეტია გუნდის განახლება-გადახალისება, თუმცა საკადრო ცვლილებები, რომელზეც გვესმის სპეკულაციები, ამას არ აქვს საფუძველი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძის თქმით, უახლოეს მომავალში რაიმე საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის არც პარტიაში, არც პარლამენტში და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

კობახიძე პოლიტიკური ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს.

„გამოვრიცხავ, რომ რაიმე პრობლემა შეექმნას საპარლამენტო მუშაობას, პირიქით კიდევ უფრო მეტი ენერგიით გააგრძელებს მუშაობას, რასაც უზრუნველყოფს საკონსტიტუციო ცვლილება. პარლამენტი იქნება ისეთი აქტიური, როგორც არასდროს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის და ბუნებრივია, ერთ-ერთი პრიორიტეტია გუნდის განახლება-გადახალისება, თუმცა საკადრო ცვლილებებს, რომელზეც გვესმის სპეკულაციები, საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა