ზაქარია ქუცნაშვილი - არ შეიძლება 18%-ით წააგო არჩევნები და გამარჯვებაზე გქონდეს პრეტენზიები - ეს უკრაინის ყოფილი მოქალაქის, სააკაშვილის არაადეკვატურობაზე მიუთითებს

ეს ყველაფერი უკრაინის ყოფილი მოქალაქის არაადეკვატურობაზე მიუთითებს, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს, რომ დამარცხებას არ შეეგუება.

დეპუტატის განცხადებით, სააკაშვილი მთლიანად მოწყვეტილია რეალობას.

„უკრაინის ყოფილმა მოქალაქემ, მიხეილ სააკაშვილმა, სამწუხაროდ, ვერ შეაფასა დამდგარი შედეგები. ეს ყველაფერი ვერ გააცნობიერა, რომ თავისი აქტივობით ყველაზე დიდად შეუშალა ხელი მხარდაჭერილ ჯგუფს. არ შეიძლება 18% წააგო არჩევნები და გამარჯვებაზე გქონდეს პრეტენზიები. ეს ყველაფერი უკრაინის ყოფილი მოქალაქის არაადეკვატურობაზე მიუთითებს”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს