ეკა ბესელიას განცხადებით, ბრიჯიტ ბრინკსთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასერიოზულია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ბრიჯიტ ბრინკსთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასერიოზულია. ასე ეხმაურება ბესელია გამოცემა foreign police-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურას ბლოკავს.

„ასეთი არასერიოზული ბრალდება სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს. ასე არ ხდება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ვინ იქნება წარგზავნილი დიპლომატიურ პოზიციაზე ასე იბლოკებოდეს, ეს არასერიოზულია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი