სოფიო ქაცარავა ბრიჯიტ ბრინკსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა აბსურდს უწოდებს Foreign Policy-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩობის კანდიდატი ბრიჯიტ ბრინკსი დაბლოკა.

“მსგავსი ინფორმაცია ადრეც გავრცელდა. ამ ამბსურდთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ და აშშ-მ გააკეთა განმარტება. პროცედურულად აშშ-ს ელჩის დანიშვნა რთული პროცედურაა. ეს განაცხადა ჯონ ბოლტონმა, როცა ის საქართველოში იმყოფებოდა. ეს არის ჩვენი კომენტარიც“, - განუცხადა ჟურნალისტებს სოფიო ქაცარავამ.

Foreign Policy-ის ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკული მხარე საქართველოში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკსს განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდა. FP წერს, რომ მისი წყაროები როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ოფიციალური პირები არიან ვაშინგტონში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ