დიმიტრი ლორთქიფანიძე - დამიბარეს დაკითხვაზე - როგორც ჩანს, გიორგი გახარიას საპრემიეროდ მაჟორული აკორდის აღება სჭირდება

იუსტიციის სახლთან მოქალაქეთა ნაწილის საპროტესტო აქცია გრძელდება. აღსანიშნავია, რომ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დიმიტრი ლორთქიფანიძე წუხელ დაკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც ლორთქიფანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით საქმეა აღძრული.

„წუხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ დილით დაკითხვაზე ვიყავი დაბარებული. ვუთხარი, რომ დილით აქციაზე უნდა მივსულიყავი და შევთავაზე, თუ სურდათ ღამითვე დავეკითხე. დამიბარეს და მივედი ღამის 01:00 საათზე. მითხრეს, რომ საქმე ეხება ჩემ მიერ უცხოელებისთვის შენობაში შესვლის უფლების შეზღუდვას. ვფიქრობ, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. როგორც ჩანს, გიორგი გახარიას საპრემიეროდ მაჟორული აკორდის აღება სჭირდება“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

როგორც ცნობილია, მოქალაქეთა ნაწილი უცხოელებზე მიწების გაყიდვის თაობაზე გამოცხადებული მორატორიუმის გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და უკვე მეორე დღეა იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავს. მოქალაქეები უწყებას მოუწოდებენ, უცხოელებს მიწების დარეგისტრირების უფლება არ მისცენ. აქციის მონაწილეებმა გუშინ იუსტიციის სახლში შესასვლელი კარის პიკეტირება მოახდინეს და გარკვეული დროის განმავლობაში იქ არავის უშვებდნენ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს