„თეგეტა მოტორსი“ - ზამთრის საბურავის შეძენისას გადახდილი თანხის 40% „თეგეტა ქარდზე“ უკან ბრუნდება

„თეგეტა მოტორსის“ ინფორმაციით, ზამთრის საბურავებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია აგრძელებს აქციას, რომლის ფარგლებში ზამთრის საბურავის, შეძენისას გადახდილი თანხის 40% „თეგეტა ქარდზე“ უკან ბრუნდება.

კომპანიის ცნობით, აქცია მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

„40%-იან ქეშბექთან ერთად, ასევე შეგიძლიათ, ისარგებლოთ Bridgestone-ს ზამთრის საბურავების უსასრულო გარანტიით, რაც გულისხმობს იმას, რომ საბურავის დაზიანების შემთხვევაში, „თეგეტა მოტორსი“ უსასყიდლოდ აღგიდგენთ საბურავს ან აგინაზღაურებთ საბურავის ღირებულების 80%-მდე თანხას.

„თეგეტა ქარდზე“ დარიცხული თანხა შეგიძლიათ, გამოიყენოთ 31 დეკემბრის ჩათვლით „თეგეტას“ ბრენდირებული აქსესუარების, ინსტრუმენტების, ავტომობილის მოვლის საშუალებების და ნებისმიერი დასახელების პროდუქტის ან სერვისის შესაძენად, თეგეტას ქსელში“, - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“.

მათივე ინფორმაციით, კომპანია მომხმარებელს წინასწარი ჩაწერის სერვისსაც სთავაზობს, რომლის საშუალებითაც სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად ვიზიტის დაჯავშნაა შესაძლებელი.

ამასთანავე, შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ სერვისით, რომლის ფარგლებში პერსონალური მენეჯერი სასურველ მისამართზე მოგაკითხავთ და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვის ცენტრში გადაყვანას. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით (reservation.tegetamotors.ge), ისე თეგეტას ცხელი ხაზის მეშვეობით 032 226 44 44“, - აცხადებენ „თეგეტაში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა