თბილისის ოცამდე საბავშვო ბაგა-ბაღში გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

თბილისის 20-მდე საჯარო ბაგა-ბაღში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გლდანის, საბურთალოს, ნაძალადევის, კრწანისის, ისნისა და დიდუბის რაიონებში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ეწყობა სათამაშო მოედნები, სადაც დამონტაჟდება ატრაქციონები და საპარკო სკამები, დაიდგმება საჩრდილობლები, ქვიშის მანეჟები და შეიცვლება დაზიანებული კაუჩუკის საფარი. სათამაშო მოედნების მოწყობის პარალელურად, რამდენიმე ბაღის ეზოში დამონტაჟდება გარე განათების სისტემებიც.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განმარტებით, სააგენტო წლის განმავლობაში, ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით აფინანსებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ თუ სარეაბილიტაციო პროექტს.

„სამუშაოები ძირითადად იმ ბაღებში მიმდინარეობს, სადაც თითქმის არ არსებობდა ან სრულად ამორტიზებული იყო გარე ინფრასტრუქტურა. პარალელურად, მიმდინარეობს დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სააგენტოსთვის. ამ პროექტებისთვის ნოემბრის თვის ხარჯებიდან 400 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები იანვრის შუა რიცხვებში დასრულდება და ახალი სააღმზრდელო წლიდან, ბავშვებს ბაღებში განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს