ირაკლი სესიაშვილი  ბრიჯიტ ბრინკსზე გავრცელებულ ინფორმაციაზე- ყველა უნდა გავუფრთხილდეთ აშშ-სთან ურთიერთობას, ასეთი დამაზიანებელი განცხადებები არასწორია

ყველას კარგად ესმის და საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში ჩარევის საშუალება გვქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. დეპუტატი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურას ბლოკავს.

„მე მიკვირს, რომ ჩვენი ოპონენტები ამას სერიოზულად აღიქვამენ, რადგან ძალიან კარგად ვიცით ყველამ თუ როგორია შეერთებული შტატების პოლიტიკა, მისი იმიჯი. ის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და ყველას კარგად ესმის და საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში ჩარევის საშუალება გვქონდეს. მე ვფიქრობ ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, როგორც უმრავლესობა, ისე უმცირესობა და ასეთი დამაზიანებელი განცხადებები არასწორია", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ Foreign Policy-ის ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკული მხარე საქართველოში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკსს განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდა. FP წერს, რომ მისი წყაროები როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ოფიციალური პირები არიან ვაშინგტონში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს