დავით სერგეენკო - ეჭვი მეპარება და წარმოუდგენელი მგონია, რომ ჩვენ აშშ-ს ელჩი დავბლოკოთ

ეჭვი მეპარება და წარმოუდგენელი მგონია, რომ ჩვენ დავბლოკოთ ამერიკის ელჩი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც ამერიკის ელჩობის კანდიდატს საქართველოს მთავრობა ბლოკავს.

"მე ყველა დეტალში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკურმა ძალამ დაბლოკოს ამერიკის ელჩი. ამას თავისი პროტოკოლი აქვს და ძალიან ეჭვი მეპარება და წარმოუდგენელი მგონია, რომ ჩვენ დავბლოკოთ ამერიკის ელჩი. ის ინიშნება, ვისაც თავის სახელმწიფო თვლის საჭიროდ",- აღნიშნა სერგეენკომ.

Foreign Policy-ის ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკული მხარე საქართველოში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკსს განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდა. FP წერს, რომ მისი წყაროები როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ოფიციალური პირები არიან ვაშინგტონში.

იხილეთ ვიდეო: სერგეენკო: "წარმოუდგენელი მგონია, რომ ჩვენ აშშ-ს ელჩი დავბლოკოთ"

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა