დავით სერგეენკო - პროტესტის გამოხატვა გასაგებია, მთავარია, რომ ეს არ გადაიზარდოს ძალადობრივ პროტესტში

მიწების გასხვისების საკითხი ყოველთვის ძალიან მტკივნეულია. პროტესტის გამოხატვა ასეთ შემთხვევაში გასაგებია, მთავარია, რომ ეს არ გადაიზარდოს ძალადობრივ პროტესტში,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის შეფასებისას განაცხადა.

"მიწების გასხვისების საკითხი ყოველთვის ძალიან მტკივნეულია და თითქმის ყოველთვის ასოცირდება უამრავ რაღაცასთან, მათ შორის, შენი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიასთან. პროტესტის გამოხატვა ასეთ შემთხვევაში გასაგებია, მთავარია, რომ ეს არ გადაიზარდოს ძალადობრივ პროტესტში, რაც არ მომხდარა, საბედნიეროდ",- განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხზე მორატორიუმის დაწესების მოთხოვნით იუსტიციის სახლთან აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა