დავით სერგეენკო - სასწრაფოს სადისპეჩეროები ყოველთვის პრიორიტეტით მუშაობდნენ, განახლება ის არის, რომ შემოკლდეს გამოძახებიდან ადგილზე მისვლის დრო

სასწრაფო დახმარების სადისპეჩეროები ყოველთვის პრიორიტეტით მუშაობდნენ. ახლანდელი განახლება ის იქნება, რომ უფრო დახვეწილად იყოს ეს და შემოკლდეს გამოძახებიდან ადგილზე მისვლის დრო,- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის მიერ ახალი პროგრამის შეძენის საკითხის კომენტირებისას.

"სასწრაფო დახმარების სადისპეჩეროები ყოველთვის პრიორიტეტით მუშაობდნენ და რაიმე პრინციპული სიახლე ამ მხრივ არ არის. პრიორიტეტის დედააზრი არის ის, რომ როცა არის ორი გამოძახება და არის ერთი თავისუფალი ბრიგადა, რომელს მიანიჭო პრიორიტეტი- ავტოსაგზაო შემთხვევას მრავლობითი დაზიანებით თუ მაღალ ტემპერატურას. სადისპეჩერო ტრიაჟი ჰქვია ამას. ამ პროგრამების განახლება მუდმივად ხდება. სადისპეჩეროები ყოველთვის ამ პრიორიტეტებით მუშაობდნენ. ახლანდელი განახლება იქნება რომ უფრო დახვეწილად იყოს ეს და შემოკლდეს გამოძახებიდან ადგილზე მისვლის დრო",- განაცხდა სერგეენკომ.

ცნობისთვის, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრმა შეიძინა ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე პრიორიტეტის მიხედვით მივა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა